ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58
ცეკვის შესწავლა - 10 ლ


воскресенье, 22 января 2012 г.

იაშ ჩოპრა - გზა წარმატებამდე



ჰკითხეთ ნებისმიერ ინდოელს, რა აგონდება როდესაც ხედავს მდოგვის მინდვრებს, ქალს მოვერხლისფრო-თეთრი სარით, ყვავილებით მორთულ საწოლს და შვეიცარისს ხედებს? პასუხი ერთიდაიგივე იქნება - იაშ ჩოპრას ფილმები.
ინდური ფილმს, რომელშიც არ იქნება მოთხოვნადი ინდური ტრადიციები ვერ ექნება წარმატება.
იაშ ჩოპრა ამჟამად ცნობილია როგორც ”რომანტიკის მეფე”. თუმცა მისი გზა ამ ტიტულამდე არც ისე ადვილი იყო. ჩვეულებრივ, საშუალო კლასის პენჯაბურ ოჯახში, რომელიც თავიდან ცხოვრობდა ლაჰორში (პაკისტანი), ხოლო შემდეგ გადმოვიდა ჯალანდჰარში (პენჯაბი) ის ერთ-ერთი იყო რვა დედმამიშვილიდან.
-ქვეყნის გაყოფის შემდეგ ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ადამიანები შეიცვალნენ. თავისუფლება და სიძულვილი ერთნაირად იღვრებოდა. მე არ ვიყავი ჩარეული პოლიტიკაში, არ ვიდექი არცერთი მხარის გვერდით, ვცდილობ
დი უფრო მეტად ვყოფილიყავი გაწონასწორებული სწავლაზე რადგან ჩემი ძმა ბომბეიში იყო და გზავნიდა ფულს ჩემი სწავლისათვის, - ყვება რეჟისორი.

როდესაც იაშ ჩოპრამ 1950 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი, მისი ძმა უკვე საკმაოდ ცნობილი კინომწარმოებელი იყო მუმბაიში. მიუხედავად იმისა, რომ იაშს შესთავაზეს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, მან უკვე ზუსტად იცოდა, საით მიუწევდა გული: მას სურდა კინოში მუშაობა. მან დაარწმუნა თავისი ძმა მიეცა მისთვის კომპანიაში დამხმარედ მუშაობის უფლება გამოსაცდელი დროით - 6 თვით.
7 წლის შემდეგ, 1959 წელს იაშ ჩოპრა თავისი ძმის კომპანიის ცნობილი ბა
ნერით აკეთებს შესანიშნავ დებიუტს, როგორც რეჟისორი, ფილმით - ”Dhool ka phool”.


გზა წარმატებისაკენ

იაშ ჩოპრა ინდოეთში ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ერთ ადამიანში ორი პროფესიის - რეჟისორისა და პროდიუსერის წარმატებით შეთავსების.
10 წლის განმავლობაში იაშ ჩოპრამ 5 ფილმი გადაიღო თავისი ძმის კინოსტუდიის ბანერით. დებიუტიდან დაწყებული ყველა მათგანი იყო რადიკალური.
”Dhool ka phool” - ქალის ცხოვრების შესახებ, რომელიც არ იყო ქორწინებაში და უკანონოდ ჰყავდა გაჩენილი შვილები.
”Waqt”, რომელიც 1965 წელს გამო
ვიდა, იყო ერთ-ერთი პირველი ფილმი, რომელშიც გამოჩნდა დიდი რაოდენობა ვარსკვლავებისა: რაჯ კუმარი, სადჰანა, სუნილ დატი, შარმილა თაგორი და შაში კაპური.
ასევე იაშს ეკუთვნის მწვავე თრილერი ”Ittefak”, რომელიც ერთგვარი ნოვატორული ნამუშევარი იყო იმ დროისათვის, რადგან ფილმში არ იყო არცერთი სიმღერა, მთავარ გმირებს არ ჰქონდათ ერთმანეთისადმი რომანტიკული განწყობა და ფილმის გმირი ქალი იყო არა იდეალური ქალი, არამედ დამნაშავე.
1971 წელს, 40 წელს მიახლოებულმა რეჟისორმა 3 მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო: დაქორწინდა, წავიდა ძმის სახლიდან და შექმნა თავისი კომპანია ”Yashraj Films”. მისი პირველი დამოუკიდებელი ფილმი ”Daag”, რომელიც ყველა წესის დაცვით იყო გადაღებული თემატურად ეხებოდა უჩვეულო ისტორიას და ძალიან დიდი იყო შანსი რომ გაქირავებაში ფილმი ”ჩავარდნილიყო”. ორცოლიანი მამაკაცის არატრადიციუ
ლი ისტორია და ამას დამატებული ისიც, რომ მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობის რაჯეშ კჰანას კარიერა ძალიან ცუდ სიტუაციაში იყო ბოლო რვა ფილმის ჩავარდნის გამო. თუმცა 1973 წელს, როდესაც ფილმი გამოვიდა მაშინვე ჰიტად იქცა როგორც მაყურებლისათვის, ასევე კრიტიკოსებისთვისაც. ამ ფილმით რეჟისორმა მყარად იპოვა თავისი სტილი - რომანტიული კინომწარმოებლისა, რომელიც დიდ აქცენტებს აკეთებდა ადამიანურ ემოციებზე და ამავე დროს ინარჩუნებდა მაღალი კლასის ხარისხს თავისი ფილმებისათვის.
1976 წელს იაშ ჩოპრამ გადაიღო ”Kabhie Kabhie”, რომელშიც მთავარ, პოეტის როლს, რომელსაც საყვარელი ქალი მიატოვებს თამაშობდა ამიტაბჰ ბაჩანი. ასევე ფილმში თამაშობდნენ შაში კაპური, რაკჰი გულზარი, რიში კაპური და ნიტო სინგჰი. ფილმი ეხებოდა პირველ რიგში ახალგაზრდულ გრძნობებს და ახალგაზრდა ადამიანების ქცევებს. ესაა რომანტიკული ისტორია ლამაზი გმირებითა და დაუვიწყარი მუსიკით კაშმირის ფონზე. კაშმირი ყოველთვის რჩებოდა იაშ ჩოპრას ფავორიტად.
შემდგომი სამი ფილმი: ”Trishul” (1978), ”Kaala Pathar” (1979) და ”Deewar” ერთგვარი ტრილოგია გახდა.
1981 წელს გამოვიდა ფილმი ”Silsila”. ესაა ისტორია რომელიც თავიდანვე სკანდალურად იქცა. მასში მთავარ როლებს წამყვანი მსახიობები ამიტაბჰ ბაჩანი, ჯაია პრადჰა და რეკჰა თამაშობდნენ თითქმის იგივე როლებს, რასაც ცხოვრებაში. თუმცა რეკჰას როლი ოჯახურ ურთიერთობებში მესამე ზედმეტის სიმბოლოდ იქცა, ფილმი მაინც საკმაოდ პოპულარული გახდა და მისი მუსიკა და კოსტიუმებიც დიდხანს დაამახსოვრდა მაყურებელს და კლასიკად იქცა.
80-იან წლებში ბოლივუდში ერთგვარი დაღმასვლის ტენდენცია შეინიშნებოდა და ეს იაშ ჩოპრასათვის მიუღებელი იყო, ამიტომაც მის ფილმებს თან სდევდა მუდმივი ჩავარდნა გაქირავებაში. 1989 წელს კი როგორც იქნა დასრულდა წარუმატებელი პერიოდი. ეკრანებზე გამოვიდა ფილმი ”Chandni”, რიში კაპურისა და შრიდევის მონაწილეობით. რეჟისორის ნაცადმა სტილმა, გადაეღო რომანტიული ფილმი, გაამართლა. დაუვიწყარი მუსიკა, შვეიცარიული პეიზაჟები და მთავარი გმირი თეთრ შიფონში სამუდამო
დ რაჩა მაყურებელთა მეხსიერებაში.
-მე ვაკეთებ რომანტიულ ფილმებს, ფილმებს ადამიანურ ურთიერთობებზე. მე აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ, რომ ქალი ყველაზე მშვენიერი ქმნილებაა ღვთის მიერ შექმნილი ბუნების შემდეგ...”
ამას მოჰყვა კიდევ ორი ფილმი, მათ შორის ერთ-ერთი ”Lamhe”, რომელიც 1991 წელს გამოვიდა პირადად რეჟისორის ფავორიტ ფილმად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო შემოსავლიანი, შეიძლება ჩაითვალოს იაშ ჩოპრას ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად, არატრადიციული სიუჟეტური ხაზის გამო და კიდევ იმის გამო, რომ ეს იყო იაშ ჩოპრას, როგორც პროდიუსერის პირველი ფილმი.
1993 წელს გამოვიდა ფილმი ”Darr”, რომელიც გარდამტეხ ფილმად იქცა იმ დროისათვის დამწყები მსახიობის, შაჰრუჰ კჰანის კარიერაში.
ამ ფილმის ტრიუმფის შემდეგ იაშ ჩოპრა გვევლინება როგორც პროდიუსერი თავისი შვილის, ადიტია ჩოპრას სადებიუტო პროექტისა ”Dilwale Dulhaniya Le Jayenge”. ფილმი 1995 წელს გამოვიდა ეკრანებზე და გახდა რევოლუციური ფილმი ბოლივუდისათვის. ეს არის ფილმი, რომლის პირველ ნაწილშიც მოქმედება ხდება საზღვარგარეთ, ხოლო მეორე ნაწილში - ინდოეთში. ფილმს უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად.
-ჩემი სამუშაო იყო შესაძლოა გაცნობიერებული არჩევანი, შესაძლოა შემთხვევითობა, მაგრამ დღესდღეობით მე ვტკბები იმ მომენტებით, რომლებიც გავატარე როგორც რეჟისორმა. მე ძალიან ბედნიერი ვარ და ამით ვტკბები მაქსიმალურად, - ამბობს მსახიობი.
შვეიცარიაში არის ადგილები, რომელსაც ”ჩოპრას ტბას” უწოდებენ, იმის გამო, რომ რეჟისორს ძალიან უყვარს იქ გადაღება. რეჟისორმა შვეიცარიის საპატ
იო მოქალაქეობა მიიღო, იმისათვის რომ გამოიყენა და აჩვენა ბოლივუდურ ფილმებში შვეიცარიის ულამაზესი ხედები.
რეჟისორის თითქმის ყველა ფილმში სიმღერებს ყველსათვის ცნობილი მომღერალი ლატა მანგაშკარი ასრულებს, რომელიც თავის ინტერვიუებში რეჟისორს, როგორც ძმას ისე მოიხსენიებს.
-მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ღმერთი ნამდვილად მოწყალე იყო ჩემს მიმართ. მე არ ვთვლი რომ გავაკეთე რაიმე განსაკუთრებული, უბრალოდ გამიმართლა. მე ვაკეთებდი ფილმებს და ეს ფილმები ხდებოდა წარმატებული. მე გადავიღებ ფილმებს მანამ, სანამ შევძლებ, - ამბობს 70 წელს გადაცილებული რეჟისორი.



0 коммент.:

Отправить комментарий

Related Posts with Thumbnails