ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58
ცეკვის შესწავლა - 10 ლ


суббота, 12 мая 2012 г.

ბოლივუდური სიახლეები

ფილმის "The Dirty Picture"  სატელევიზო ჩვენება აკრძალეს


მაყურებელი, რომელიც ელოდებოდა ფილმის სატელევიზო პრემიერას გაწბილებული დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმიდან ამოიჭრა 59 სცენა, საინფორმაციო მაუწყებლობის სამინისტრო ამანაც არ დააკმაყოფილა და მიიღო გადაწყვეტილება აეკრძალათ ფილმის ჩვენება რამდენიმე პოპულარულ ტელეარხზე. კინოს სერტიფიკაციის ცენტრალური კომისიის გადაწყვეტილებით ფილმი დაშვებული იყო ”საოჯახო ჩვენებისათვის”, ამიტომ ცხადია სამინისტროს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ აღშფოთება გამოიწვია. საბოლოოდ მიღებული იქნა შეთავაზება, რომ ფილმის ჩვენება მიუხედავად ამოჭრილი კადრებისა, დაშვებულ იქნას საღამოს 10 საათის შემდეგ. პროდიუსერმა, ექტა კაპურმა სოციალურ ქსელში თავის პროფილზე დაწერა:-რათქმაუნდა, სჯობს აჩვენეთ ტელევიზიით ძალადობა, ასაკობრივად ძალიან დიდი სხვაობის მქონე წყვილების  ქორწინებები, ვულგარული რეალითი-შოუები, ვიდრე თავისუფლად მოაზროვნე ქალის ისტორია, რომელსაც ცხოვრებაში თავისი პირობები ჰქონდა.  სამინისტრო იმ ფილმის ჩვენების აკრძალვით, რომელსაც თავადვე მიანიჭა სამი ეროვნული ჯილდო, თავის თავს ეწინააღმდეგება. აი, ეს არის ნამდვილად ”ბინძური სურათი” ჩვენი ქვეყნის! კინემატოგრაფისტმა პუჯა ბჰატმა, რომელიც ამჟამად მუშაობს ფილმის ”Jism 2” გადაღებებზე ასევე გამოთქვა თავისი აზრი ამის შესახებ:
 -არ მესმის, რა საჭიროა ამხელა ხმაურის ატეხვა ფილმის დღისით ჩვენების აკრძალვის გამო. პირადად მე ჩემი ფილმისათვის მოვითხოვ რომ ნაჩვენები იქნას საღამოს 11 საათის შემდეგ. მე ვიღებ ფილმს უფროსი ასაკის ადამიანებისათვის და მინდა რომ ფილმი ნაჩვენები იქნას იმ ინტერვალში, რომელიც გათვალისწინებულია უფროსი ასაკის აუდიტორიისათვის.  რატომ უნდა ამოვჭრა სცენები ფილმიდან მხოლოდ იმის გამო, რომ ფილმი მოერგოს ”საოჯახო ჩვენების” ლიცენზიას?ემრან ჰაშმი პორნოფილმების რეჟისორს განასახიერებს 



    ემრან ჰაშმი, რომელმაც მრავალ წარმატებულ ფილმში ითამაშა, (შეგახსენებთ მისი ბოლო ფილმი "The Dirty Picture" ჰიტი გახდა ბოლივუდში, ხოლო ახალი ფილმი მისი მონაწილეობით "Shanghai"ასევე პერსპექტიულად გამოიყურება) ამჯერად რეჟისორ დიბაკარ ბანერჯის ფილმში იმრანი შეასრულებს ფილმმეიკერის როლს, რომნელიც პორნოფილმებს იღებს.
 ეს არის პენჯაბელი ახალგაზრდის ისტორია, რომელიც დღისით ქორწილებს და დღესასწაულებს იღებს, ხოლო ღამით კი პორნოფილმებს.

როდესაც ჩვენ ვკითხეთ  იმრანს მისი  აქამდე შესრულებული როლებიდან პორნორეჟისორად გარდასახვის შესახებ, მან ღიმილით გააკეთა კომენტარი:
-კი პროგრესი მაქვს. ადრე ვიღებდი ისეთ როლებში სადაც ვკოცნიდი გოგონებს, ახლა პორნოფილმებს ვიღებ ღამით.  საინტერესო  ისაა, რომ ფილმში თავად მას არა აქვს არცერთი ინტიმური სცენა.

-დიახ, არცერთი ინტიმური სცენა. მე გავაკეთე რაღაც განსხვავებული ჩემს წინა ნამუშევრებთან შედარებით - ამბობს მსახიობი.
"Shanghai" - ეს არის დიბაკარ ბანერჯის პოლიტიკური თრილერი. მასში დაკავებულნი არიან  მსახობები: აბჰაი დეოლი, კალკი კოელჩინი, ფარუკ შეიჰი და სხვ. ფილმის გამოსვლა ივნისის თვეშია დაგეგმილი.
ფილმი ”Teri Meri Kahani” ფრანგული ფილმის რიმეიქი აღმოჩნდა?




ფილმის ”Teri Meri Kahani”, რომელშიც პრიანკა ჩოპრასა და შაჰიდ კაპურის წყვილს ვიხილავთ, სიუჟეტი  მოგვაგონებს  ერთ-ერთი ფრანგულ-ტაივანური ფილმის  "Three Times" სიუჟეტს. თუმცა რეჟისორი კუნალ კოჰლი დაჟინებით ამბობს, რომ ამ ორ ფილმს არაფერი საერთო არ აქვს და  ეს უბრალოდ დამთხვევაა.
ფილმში შაჰიდი და პრიანკა თამაშობენ სამ  განსხვავებულ პერსონაჟს, სამ  განსხვავებულ პერიოდში - 1910, 1960 და 2012 წლებში და სწორედ ეს არის ამ ფილმის მსგავსება მის წინამორბედთან, რომელმაც 2005 წელს მაყურებელთა დიდი სიმპათია დაიმსახურა და რამდენიმე ფესტივალზეც წარადგინეს.
ფილმის რეჟისორი ირწმუნება, რომ ფილმი სრულიად განსხვავდება ტაივანური სურათისაგან.
 -მე არც მინახავს ის ფილმი და მის შესახებ მიამბეს მხოლოდ მაშინ, როცა უკვე დაწყებული მქონდა ამ ფილმზე მუშაობა. მე რაღაც მასალები წავიკითხე იმ ფილმის შესახებ და მინდა ავღნიშნო, რომ მათ შორის არანაირი საერთო არ არსებობს. ეს ყველაფერი უბრალოდ დამთხვევაა, - განუცხადა მან რეპორტიორებს პოსტერის პრეზენტაციის შემდეგ.
-ორივე ფილმი სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისაგან. ჩვენს დროში ეს ადვილია. გინდა გადაიღო რიმეიქი? შეისყიდე უფლებები და გადაიღე. ასე რომ თუ მექნებოდა სურვილი მოვიპოვებდი ამ ფილმის რიმეიქის გადაღების უფლებებს. მაგრამ ეს ასე არ არის, - განაცხადა მან.
 კოხლიმ ასევე დაამატა, რომ როდესაც მან გადაიღო ფილმი "Hum Tum" წელიწადნახევარში გამოვიდა ფილმი, რომელიც ზუსტად ისევე იწყებოდა: ახალგაზრდა კაცმა, რომელმაც დაკარგა თავისი სიყვარული, თავისი ისტორია აღწერა წიგნში და ის ასევე ყვება ამას პრესკონფერენციაზე, თრეილერს რაც შეეხება, მასში შესამჩნევი იყო რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც გავდა შაჰიდ კაპურის ფილმს ”mausam", სადაც მთავარი გმირი სამჯერ სხვადასხვა დროს სხვადასხვა სიტუაციაში ხვდება საყვარელ ადამიანს. რეჟისორი განმარტავს, რომ ყველა სასიყვარულო ისტორიის საუძველი არის შეხვედრა და განშორება.
-რომელი სიყვარულის ისტორიაც არ უნდა დაასახელოთ ცნობილი ფილმებიდან მათში ყოველთვის არის შეხვედრები და განშორებები. სიყვარულის თემაზე შექმნილ ფილმებში ყოველთვის ასეა, მაგრამ ის, თუ რა სიტუაციაში ხვდებიან გმირები და რა მიზეზით არიან იძულბულნი დაშორდნენ, ყველა შემთხვევაში განსაკუთრებულია. ასეა ჩვენს ისტორიაშიც.
 ფილმის ”Teri Meri Kahaani”-ს პრემიერა ივნისშია დაგეგმილი.

 სხვა სიახლეები:

  მსახიობმა სელინა ჯაეტლიმ ტყუპები გააჩინა



   მსახიობის მეუღლე, პიტერ ჰააგი სიხარულისაგან მეცხრე ცაზეა. -ბედნიერი ვარ გაცნობოთ, რომ მე და სელინა გავხდით მშვენიერი ვაჟების მშობლები. ჩვენ მათ უინსტონი და ვირაჯი დავარქვით. სელინა და ბავშვები თავს კარგად გრძნობენ. გვისურვეთ ჯანმრთელობა. წყვილი შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ივლისში დაქორწინდა.

 48 წლის ასაკში გარდაიცვალა პროდიუსერი მონა კაპური(
პროდიუსერ ბონი კაპურის (შრიდევის მეუღლე) ყოფილი მეუღლე და ახალბედა მსახიობის არჯუმ კაპურის დედა,  მონა შოური კაპური მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიც
რამდენიმე დღით ადრე გარდაცვალებამდე მონამ დაწერა ტვიტერზე: გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის! ის მძიმე მდგომარეობაში მყოფი მიიყვანეს ჰოსპიტალში. მას ორი შვილი: არჯუნი და ანშულა დარჩა.
მონა იყო ცნობილი წარმატებული სატელევიზიო შოუების "Hera Pheri", "Yug", "Wilayatee Babu" და "Kaise Kahoon" პროდიუსერი. ის აქტიურად წერდა ტვიტერზე და ეკონტაქტებოდა ადამიანებს. ბოლოს მან ასეთი რამ დაწერა:
 -თუ კიდევ ვინმე მკითხავს, როგორ ვარ, მე დავბლოკავ მას! თქვენ ყველანი საქმის კურსში ხართ, რომ მე ვარ საავადმყოფოში და მაქვს კიბო მესამე სტადიაში. გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის!

суббота, 4 февраля 2012 г.

ქართველი მსახიობი ბოლივუდურ ფილმში - Jeet lengey Jahaan

ინდურ კინემატოგრაფში საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როცა მთავარ როლებზე ფილმებში სხვადასხვა ქვეყნებიდან იწვევენ ახალ სახეებს. ამის მაგალითებს წარმოადგენს ფილმები: ”KITES” ბარბარა მორი, ”ALADIN” - ჟაკლინ ფერნანდესი...
კიდევ ერთი ასეთი ფილმი გამოდის 2012 წელს “Jeet lengey Jahaan”, რომლის ორი პერსონაჟი ქალი სხვადასხვა ქვეყნიდანაა ჩამოსული.
ნელამბარის გმირი ჩამოდის შრი-ლანკადან, ხოლო ანას გმირი საქართველოდან.

ეს ფილმი ნელამბარისათვის დებიუტი იქნება ბოლივუდში, თუმცა მანამდე მსახიობმა ითამაშა მალაიალამის ფილმში ”Bombay Mittai”.

არც ქართველი მსახიობისათვის არის ეს ფილმი დებიუტი. ანა კალანდაძეს ამ ფილმამდე უკვე ჰქონდა როლი რამდენიმე ბოლივუდურ ფილმში.
როდესაც ამ ფილმის რეჟისორს, ლალიტს ჰკითხეს, რა იყო მიზეზი ფილმის პერსონაჟებად უცხო მსახიობების აყვანის, მან უპასუხა: ”ნელამბარი მართალია შრი-ლანკადან არის, მაგრამ ის დიდი ხანია ინდოეთშია და აქ იღებს განათლებას. ასევე, ანას გმირიც აუცილებელი იყო ფილმისათვის. ორივე მსახიობმა, ნელამბარმაც და ანამაც შესანიშნავად ითამაშეს ფილმში”.
ფილმის კომპოზიტორი არის რაჯა პანდიტი, რომელიც რეალითი შოუს ”Sa Re Ga Ma Pa”-ს გადაღებებზე შეამჩნია ფილმის რეჟისორმა ლალიტმა, მოისმინა მის მიერ შესრულებული მისივე მელოდიები და ასე შედგა მათი შემდგომი თანამშრომლობა. ფილმში მისი შვიდი სიმღერაა შესული, რომლებსაც ასრულებენ: შრეია გოშალი, შანკარ მაჰადევანი, შაანი და სხვები.
როგორც ინფორმაცია ვრცელდება ფილმი დელში მომხდარ რეალურ ცხოვრებისეულ ინციდენტზეა აგებული და მასში ქართველი მსახიობთან ერთად მონაწილეობენ: აშოკ შუკლა, ნელამბარი, გოლდი სუმელი, პარას სინგჰ მინჰასი და სონელ სინგჰი.

ვფიქრობ საინტერესო ფილმის ნახვა გველოდება.
წარმატებები ვუსურვოთ ფილმს, მანამდე კი ვნახოთ ფილმის პრომო

воскресенье, 22 января 2012 г.

იაშ ჩოპრა - გზა წარმატებამდე



ჰკითხეთ ნებისმიერ ინდოელს, რა აგონდება როდესაც ხედავს მდოგვის მინდვრებს, ქალს მოვერხლისფრო-თეთრი სარით, ყვავილებით მორთულ საწოლს და შვეიცარისს ხედებს? პასუხი ერთიდაიგივე იქნება - იაშ ჩოპრას ფილმები.
ინდური ფილმს, რომელშიც არ იქნება მოთხოვნადი ინდური ტრადიციები ვერ ექნება წარმატება.
იაშ ჩოპრა ამჟამად ცნობილია როგორც ”რომანტიკის მეფე”. თუმცა მისი გზა ამ ტიტულამდე არც ისე ადვილი იყო. ჩვეულებრივ, საშუალო კლასის პენჯაბურ ოჯახში, რომელიც თავიდან ცხოვრობდა ლაჰორში (პაკისტანი), ხოლო შემდეგ გადმოვიდა ჯალანდჰარში (პენჯაბი) ის ერთ-ერთი იყო რვა დედმამიშვილიდან.
-ქვეყნის გაყოფის შემდეგ ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ადამიანები შეიცვალნენ. თავისუფლება და სიძულვილი ერთნაირად იღვრებოდა. მე არ ვიყავი ჩარეული პოლიტიკაში, არ ვიდექი არცერთი მხარის გვერდით, ვცდილობ
დი უფრო მეტად ვყოფილიყავი გაწონასწორებული სწავლაზე რადგან ჩემი ძმა ბომბეიში იყო და გზავნიდა ფულს ჩემი სწავლისათვის, - ყვება რეჟისორი.

როდესაც იაშ ჩოპრამ 1950 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი, მისი ძმა უკვე საკმაოდ ცნობილი კინომწარმოებელი იყო მუმბაიში. მიუხედავად იმისა, რომ იაშს შესთავაზეს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, მან უკვე ზუსტად იცოდა, საით მიუწევდა გული: მას სურდა კინოში მუშაობა. მან დაარწმუნა თავისი ძმა მიეცა მისთვის კომპანიაში დამხმარედ მუშაობის უფლება გამოსაცდელი დროით - 6 თვით.
7 წლის შემდეგ, 1959 წელს იაშ ჩოპრა თავისი ძმის კომპანიის ცნობილი ბა
ნერით აკეთებს შესანიშნავ დებიუტს, როგორც რეჟისორი, ფილმით - ”Dhool ka phool”.


გზა წარმატებისაკენ

იაშ ჩოპრა ინდოეთში ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ერთ ადამიანში ორი პროფესიის - რეჟისორისა და პროდიუსერის წარმატებით შეთავსების.
10 წლის განმავლობაში იაშ ჩოპრამ 5 ფილმი გადაიღო თავისი ძმის კინოსტუდიის ბანერით. დებიუტიდან დაწყებული ყველა მათგანი იყო რადიკალური.
”Dhool ka phool” - ქალის ცხოვრების შესახებ, რომელიც არ იყო ქორწინებაში და უკანონოდ ჰყავდა გაჩენილი შვილები.
”Waqt”, რომელიც 1965 წელს გამო
ვიდა, იყო ერთ-ერთი პირველი ფილმი, რომელშიც გამოჩნდა დიდი რაოდენობა ვარსკვლავებისა: რაჯ კუმარი, სადჰანა, სუნილ დატი, შარმილა თაგორი და შაში კაპური.
ასევე იაშს ეკუთვნის მწვავე თრილერი ”Ittefak”, რომელიც ერთგვარი ნოვატორული ნამუშევარი იყო იმ დროისათვის, რადგან ფილმში არ იყო არცერთი სიმღერა, მთავარ გმირებს არ ჰქონდათ ერთმანეთისადმი რომანტიკული განწყობა და ფილმის გმირი ქალი იყო არა იდეალური ქალი, არამედ დამნაშავე.
1971 წელს, 40 წელს მიახლოებულმა რეჟისორმა 3 მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო: დაქორწინდა, წავიდა ძმის სახლიდან და შექმნა თავისი კომპანია ”Yashraj Films”. მისი პირველი დამოუკიდებელი ფილმი ”Daag”, რომელიც ყველა წესის დაცვით იყო გადაღებული თემატურად ეხებოდა უჩვეულო ისტორიას და ძალიან დიდი იყო შანსი რომ გაქირავებაში ფილმი ”ჩავარდნილიყო”. ორცოლიანი მამაკაცის არატრადიციუ
ლი ისტორია და ამას დამატებული ისიც, რომ მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობის რაჯეშ კჰანას კარიერა ძალიან ცუდ სიტუაციაში იყო ბოლო რვა ფილმის ჩავარდნის გამო. თუმცა 1973 წელს, როდესაც ფილმი გამოვიდა მაშინვე ჰიტად იქცა როგორც მაყურებლისათვის, ასევე კრიტიკოსებისთვისაც. ამ ფილმით რეჟისორმა მყარად იპოვა თავისი სტილი - რომანტიული კინომწარმოებლისა, რომელიც დიდ აქცენტებს აკეთებდა ადამიანურ ემოციებზე და ამავე დროს ინარჩუნებდა მაღალი კლასის ხარისხს თავისი ფილმებისათვის.
1976 წელს იაშ ჩოპრამ გადაიღო ”Kabhie Kabhie”, რომელშიც მთავარ, პოეტის როლს, რომელსაც საყვარელი ქალი მიატოვებს თამაშობდა ამიტაბჰ ბაჩანი. ასევე ფილმში თამაშობდნენ შაში კაპური, რაკჰი გულზარი, რიში კაპური და ნიტო სინგჰი. ფილმი ეხებოდა პირველ რიგში ახალგაზრდულ გრძნობებს და ახალგაზრდა ადამიანების ქცევებს. ესაა რომანტიკული ისტორია ლამაზი გმირებითა და დაუვიწყარი მუსიკით კაშმირის ფონზე. კაშმირი ყოველთვის რჩებოდა იაშ ჩოპრას ფავორიტად.
შემდგომი სამი ფილმი: ”Trishul” (1978), ”Kaala Pathar” (1979) და ”Deewar” ერთგვარი ტრილოგია გახდა.
1981 წელს გამოვიდა ფილმი ”Silsila”. ესაა ისტორია რომელიც თავიდანვე სკანდალურად იქცა. მასში მთავარ როლებს წამყვანი მსახიობები ამიტაბჰ ბაჩანი, ჯაია პრადჰა და რეკჰა თამაშობდნენ თითქმის იგივე როლებს, რასაც ცხოვრებაში. თუმცა რეკჰას როლი ოჯახურ ურთიერთობებში მესამე ზედმეტის სიმბოლოდ იქცა, ფილმი მაინც საკმაოდ პოპულარული გახდა და მისი მუსიკა და კოსტიუმებიც დიდხანს დაამახსოვრდა მაყურებელს და კლასიკად იქცა.
80-იან წლებში ბოლივუდში ერთგვარი დაღმასვლის ტენდენცია შეინიშნებოდა და ეს იაშ ჩოპრასათვის მიუღებელი იყო, ამიტომაც მის ფილმებს თან სდევდა მუდმივი ჩავარდნა გაქირავებაში. 1989 წელს კი როგორც იქნა დასრულდა წარუმატებელი პერიოდი. ეკრანებზე გამოვიდა ფილმი ”Chandni”, რიში კაპურისა და შრიდევის მონაწილეობით. რეჟისორის ნაცადმა სტილმა, გადაეღო რომანტიული ფილმი, გაამართლა. დაუვიწყარი მუსიკა, შვეიცარიული პეიზაჟები და მთავარი გმირი თეთრ შიფონში სამუდამო
დ რაჩა მაყურებელთა მეხსიერებაში.
-მე ვაკეთებ რომანტიულ ფილმებს, ფილმებს ადამიანურ ურთიერთობებზე. მე აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ, რომ ქალი ყველაზე მშვენიერი ქმნილებაა ღვთის მიერ შექმნილი ბუნების შემდეგ...”
ამას მოჰყვა კიდევ ორი ფილმი, მათ შორის ერთ-ერთი ”Lamhe”, რომელიც 1991 წელს გამოვიდა პირადად რეჟისორის ფავორიტ ფილმად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო შემოსავლიანი, შეიძლება ჩაითვალოს იაშ ჩოპრას ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად, არატრადიციული სიუჟეტური ხაზის გამო და კიდევ იმის გამო, რომ ეს იყო იაშ ჩოპრას, როგორც პროდიუსერის პირველი ფილმი.
1993 წელს გამოვიდა ფილმი ”Darr”, რომელიც გარდამტეხ ფილმად იქცა იმ დროისათვის დამწყები მსახიობის, შაჰრუჰ კჰანის კარიერაში.
ამ ფილმის ტრიუმფის შემდეგ იაშ ჩოპრა გვევლინება როგორც პროდიუსერი თავისი შვილის, ადიტია ჩოპრას სადებიუტო პროექტისა ”Dilwale Dulhaniya Le Jayenge”. ფილმი 1995 წელს გამოვიდა ეკრანებზე და გახდა რევოლუციური ფილმი ბოლივუდისათვის. ეს არის ფილმი, რომლის პირველ ნაწილშიც მოქმედება ხდება საზღვარგარეთ, ხოლო მეორე ნაწილში - ინდოეთში. ფილმს უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად.
-ჩემი სამუშაო იყო შესაძლოა გაცნობიერებული არჩევანი, შესაძლოა შემთხვევითობა, მაგრამ დღესდღეობით მე ვტკბები იმ მომენტებით, რომლებიც გავატარე როგორც რეჟისორმა. მე ძალიან ბედნიერი ვარ და ამით ვტკბები მაქსიმალურად, - ამბობს მსახიობი.
შვეიცარიაში არის ადგილები, რომელსაც ”ჩოპრას ტბას” უწოდებენ, იმის გამო, რომ რეჟისორს ძალიან უყვარს იქ გადაღება. რეჟისორმა შვეიცარიის საპატ
იო მოქალაქეობა მიიღო, იმისათვის რომ გამოიყენა და აჩვენა ბოლივუდურ ფილმებში შვეიცარიის ულამაზესი ხედები.
რეჟისორის თითქმის ყველა ფილმში სიმღერებს ყველსათვის ცნობილი მომღერალი ლატა მანგაშკარი ასრულებს, რომელიც თავის ინტერვიუებში რეჟისორს, როგორც ძმას ისე მოიხსენიებს.
-მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ღმერთი ნამდვილად მოწყალე იყო ჩემს მიმართ. მე არ ვთვლი რომ გავაკეთე რაიმე განსაკუთრებული, უბრალოდ გამიმართლა. მე ვაკეთებდი ფილმებს და ეს ფილმები ხდებოდა წარმატებული. მე გადავიღებ ფილმებს მანამ, სანამ შევძლებ, - ამბობს 70 წელს გადაცილებული რეჟისორი.



среда, 11 января 2012 г.

ბოლივუდური სიახლეები

ემა ჯეკსონის ბოლივუდური დებიუტი


ის შემჩნეული იქნა რეჟისორ ალ ვიჯაის მიერ ვებსაიტზე "მის დიდი ბრიტანეთი”, ხოლო ერთი თვის შემდეგ გადაიღეს ჰაიდარაბადში და ჩენაიში თავისი პირველი ტამილური ფილმისათვის ”MADRASAPATTINAM”. იმ პერიოდში ემა ჯექსონი ინტერვიუში წერდა:
- ვერ ვიჯერებ. არასოდეს ცხოვრებაში არ მითამაშია, არც ვიცოდი თუ შემეძლო თამაში.
მისმა პირველმა ფილმმა, რომელშიც ის ქალის მთავარ როლს წყვილში არიასთან ერთად თამაშობდა მას წარმატება და დიდება მოუტანა არა მხოლოდ მაყურებლის მხრიდან, არამედ კინოინდუსტრიის წარმომადგენლების მხრიდანაც. ემა ტოვებს ლონდონს.
-მე ყოველთვის მინდოდა ინდოეთში წასვლა. კინოში თამაში ჩემი ერთ-ერთი სტიქიაა და ეს ფილმი აღმოჩნდა შესანიშნავი შესაძლებლობა ამისათვის. როდესაც ქასტინგზე მივდიოდი მე არ ვიყავი დარწმუნებული რომ გადავიღებდი მასში, მაგრამ მოვისმინე თუ არა სცენარი და შევხვდი რეჟისორს მივხვდი, რომ მინდოდა გავმხდარიყავი ამ ფილმის ნაწილი.

ამჯერად ემამ უკვე ბოლივუდშიც გააკეთა დებიუტი გაუტამა მენონის ფილმში
"Ek Deewana Tha", სადაც ის ქრისტიანი გოგონას როლს თამაშობს.
მოაჯადოებს თუ არა მაყურებელს ემას მომხიბვლელობა? როგორც ამბობენ მისი ბოლივუდელი პარტნიორი პრატეიკ ბაბარი უკვე შეყვარებულია მასზე.
თუმცა ემამ გააქარწყლა ეს ჭორები და თქვა, რომ ის უბრალოდ მეგობარია.

რამ ჩარან ტეჯას ფილმ Zanjeer -ის ბოლივუდურ ვერსიაში იღებენ

სამხრეთ-ინდოელი ვარსკვლავები ყოველთვის განიხილავდნენ ჰინდის კინოინდუსტრიას როგორც თავიანთი კარიერის შემდეგ ეტაპს, თუმცაღა ყველამ როდი შეძლო ბოლივუდში წარმატებების მიღწევა.
ერთ-ერთი ბოლო სამხრეთ-ინდოელი მსახიობი, რომელიც გადაიღეს ბოლივუდში ესაა ტელუგუ ფილმების მსახიობი რამ ჩარან ტეჯა.
როგორც პრესაში გაჟღერდა რამ ჩარან ტეჯას გადაიღებენ ფილმის ”Zanjeer ” (1973) რიმეიკში.
პროდიუსერული ცენტრის Reliance-ს ფილმი ერთდროულად გამოვა ჰინდის და ტელუგუს ენაზე. ამ ფილმში ტეჯა შეასრულებს მთავარ როლს და ცხადია ეს დიდი გამოწვევა იქნება მსახიობისათვის, რადგანაც კრიტიკოსები აუცილებლად შეადარებენ მის მსახიობურ შესაძლებლობებს ამიტაბჰ ბაჩაბის თამაშს, რომელიც იგივე როლს თამაშობდა ორიგინალ სურათში.
ფილმის რეჟისორი არის აპურვა ლაკჰია და გადაღებები დაიწყება 2012 წლის აპრილში.

შაჰრუჰი DON 2 -ში შესასრულებელი ტრიუკის გამო ნერვიულობდა

შაჰრუჰ კჰანი, რომელმაც თავის ფილმში "DON 2" რთული ტრიუკები შეასრულა, აღიარებს, რომ მისთვის მხარდაჭერაა მისი ფანატების მისდამი რწმენა. მსახიობი გვიყვება, რომ 100 მ სიმაღლიდან ნახტომი მისთვის ადვილი არ იყო.
-ნამდვილად მეშინოდა, ნებისმიერი ნორმალური ადამიანი რათქმაუნდა ინერვიულებდა. ჩვენ ყველას გვყავდა დუბლიორები, მაგრამ ფარჰანს უნდოდა, რომ ეს ნახტომი აუცილებლად მე შემესრულებინა. მე მიწევდა გადმოხტომა ძალიან მაღალი სართულიდან და როდესაც ზღურბლზე დავდექი, მხოლოდ ორ რამეზე ვფიქრობდი, - ყვება მსახიობი ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე.
- პირველი, თუკი ჩემს მაყურებელს სჯერა რომ მე დავფრინავ, ესეიგი მეც უნდა დავიჯერო და მეორე, მაშინ რატომ ვიღებ ამ ფილმში და არა სხვა რაიმე რომანტიკულ სურათში? მე რამდენიმეჯერ ვთხოვე ფარჰანს სხვას შეესრულებინა ჩემს ნაცვლად ეს ნახტომი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. თავად ის არაერთხელ გადმომხტარა პარაშუტით და არ ეშინია ასეთი ტრიუკების.
ეს ფილმი არის 2006 წლის ფილმის ”DON” გაგრძელება.

ფილმში, რომლის რეჟისორია ფარჰან აჰტარი, შაჰრუჰთან ერთად მონაწილეობენ პრიანკა ჩოპრა, ბომან ირანი, ლარა დატა და კუნალ კაპური.

ალბათ ბევრმა არ იცის რომ საცეკვაო ნომერი ფილმიდან "Agneepath" რომელსაც კატრინა კეიფი ასრულებს დაფუძნებულია მარათჰი სიმღერაზე ”Kombdi Palali” ფილმიდან "Jatra", რომელიც ასევე ჰიტადაა ქცეული. ამ ორ ვიდეორგოლს შორის სხვაობა მხოლოდ სიმღერის ტექსტშია. რომელი უფრო პოპულარობით სარგებლობს მაყურებელს შორის? ალბათ კატრინასეული ვარიანტი, რომელსაც მსახიობი ნამდვილად შესანიშნავად ახორციელებს და ვიდეოკლიპი მოეწონათ არამხოლოდ მსახიობის ფანებს, არამედ მათაც, ვისაც კატრინა კეიფი ნაკლებად მოსწონს.
გამოკითხვების შედეგები ასეთია:
- 45 წლის დიასახლისი მუმბაიდან ამბობს, რომ "Chikni Chameli" გაცილებით უკეთესი ნამუშევარია ვიდრე "Sheila". ამ კლიპში კატრინა რათქმაუნდა უკეთესად ცეკვავს და სიმღერის რითმიც უკეთესია ვიდრე ორიგინალში.
-28 წლის ახალგაზრდა კრიტიკოსი, მუმბაიდან ამბობს, რომ "Kombdi Palali" იყო სუპერჰიტი, ჰინდი ვერსიაც კარგია, მაგრამ სიმღერის შესრულება მარათჰი ვერსიაში სჯობს.

ნახეთ ორივე ვერსია



пятница, 23 декабря 2011 г.

ინდური საღამო – საჩუქარი ინდური კულტურის მოყვარულთათვის

19 დეკემბერს ინდური კულტურის და კინოს მოყვარულთათავის საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
საღამოზე საკონცერტო ნომრები ინდური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლმა "ლაკშმიმ" წარმოადგინა და მაყურებელთა მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.
ღონისძიების ბოლოს შედგა 2011 წლის ინდური ფილმის "თამაში" პრემიერა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუმრები, მათ შორის ყველა ინდური კულტურის მოყვარულისათვის ცნობილი სახე – დავით ბეჟიტაშვილი, რომელიც მიესალმა საღამოს სტუმრებს და ბევრი საინტერესო ეპიზოდი გაიხსენა წარსული საქმიანობიდან.

საღამოზე მადლობა ითქვა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც რაიმე წვლილი მიუძღვის საქართველოში ინდური კულტურისა და კინოს პოპულარიზაციისაქმეში.
სტუმართაგან ერთ–ერთს საჩუქრად გადაეცა ქართულენოვანი წიგნი ამიტაბჰ ბაჩანის შესახებ – "ამიტაბჰ ბაჩანი: ცვილი და ფოლადი", ავტორის (დავით ბეჟიტაშვილი) ავტოგრაფით.

ბევრი თბილი სიტყვა ჩაიწერა შთაბეჭდილებების რვეულში.

ნახეთ საღამოს ჩანაწერის სრული ვერსია







ცალკეული საკონცერტო ნომრები და ფოტომასალა


















суббота, 26 ноября 2011 г.

ბოლივუდური სიახლეები

შესაძლოა ალი ზაფარი "ბაიკერები 3"–ში გამოჩნდეს

გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოპ–მუსიკის პრინცი ალი ზაფარი შესაძლოა მნიშვნელოვანი როლით ვიხილოთ სათავგადასავლო ბოევიკის "ბაიკერები" –ს მესამე ნაწილში.
ადიტია ჩოპრაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა ალი ზაფარის თამაშმა ფილმში "Mere Brother Ki Dulhan ".
ასევე მისმა სადებიუტო ნამუშევარმა ფილმმა "Tere Bin Laden" დადებითი გამოხმაურება მოიპოვა და პრემიერის შემდეგ მსახიობმა 40–დე თანამშრომლობის წინადადება მიიღო.
საინტერესოა რამდენად შეეფერება ს
იმართლეს ბაიკერები 3"–ს შემთხვევაში გავრცელებული ინფორმაცია.
როგორც ცნობილია, ფილმში, რომლის რეჟისორია ვიჯაი კრიშნა აჩარია,
უარყოფით როლს ამირ კჰანი თამაშობს, აბიშეკი და უდეი ისევ ძველ გმირებს განასახიერებენ.ფილმი 2012 წლის დეკემბერში გამოვა.
ამირ კჰანი მოხიბლულია თავისი უარყოფითი როლით და აცხადებს რომ ფილმის სცენარი ნამდვილად შთამბეჭდავია.
–ფილმის სცენარმა ნამდვილად მომხიბლა და მოუთმენლად ველოდები ფილმის გადაღებების დაწყებას.

თავად "Yash Raj Films"–ის დამფუძნებელი (იაშ ჩოპრა) აცხადებს, რომ ეს ფილმი შესაძლოა ერთ–ერთი საუკეთესო ფილმი იყოს საუკეთესო სცენარით, იმ ფილმებს შორის რომლებიც ჩვენი კომპანიის ბანერით გამოვიდა.
თუ ეს ინფორმაცია დადასტურ
და ეს საუკეთესო შესაძლებლობა იქნება პოპ–მუსიკის პრინცისა და ახალბედა მსახიობისათვის, რომ გადადგას გაბედული ნაბიჯი კინოინდუსტრიაში და იმუშაოს ამირ კჰანთან ერთად.

2015 წლის საუკეთესო მსახიობად შაჰრუჰი აღიარეს

ახლახან ჩატარებულმა გამოკითხვამ მსახიობების პოპულარობასთან
დაკავშირებით პროვოცირება გაუკეთა ტვიტერზე ონლაინ–ომს შაჰრუჰისა და სალმანის თაყვანისმცელმებს შორის.
თითოეული მხარე მუდმივად ამტკიცებდა, რომ მათი კუმირი გაცილებით უფრო დიდი ვარსკვლავია, თუმცა ამ "ომის" პროვოცირება კი გამოიწვ
ია ერთ–ერთი სააგენტოს მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომლის რეზულტატით შაჰრუჰი აღმოჩნდა პირველ ადგილზე (ხმების 29 %), ხოლო სალმანი მესამე ადგილზე. შაჰრუჰს კვალდაკვალ მისდევს რიტიკ როშანი (ხმების 24 %).
ალიან ბევრ ინტერნეტ–ფორუმებზე გამოითქვა პრეტენზიები, სადაც ადამიანები ამტკიცებდნენ, რომ რეზულტატი არ შეესაბამება სიმართლეს. ამტკიცებდნენ, რომ სალმანი არანაკლებ პოპულარულია ვიდრე შაჰრუჰი ან რიტიკი.
სააგენტოს წარმომადგენელი ამბობს, რომ სინამდვილეში გამოკითხვა გამოხატავდა ხმის მიცემის შედეგებს შემდეგ კონკრეტულ კითხვაზე: "ვინ იქნება 2015 წელს ყველაზე დიდი ვარსკვლავი? გამოკითხვის მონაწილეთა აზრით უნდა გამოვლენილიყო ვარსკვლავი რომელიც ამ ოთხი წლის განმავლობაში გაუსწრებს დანარჩენებს. გამოკითხვა არ იყო იმის შესახებ ამჟამად ვინ არის ყველაზე "დიდი ვარსკვლავი". შედეგებმა კი აჩვენა რომ შაჰრუჰი და რიტიკი გაცილებით დიდი
ხნის მანძილზე იქნებიან ლიდერები, ვიდრე სალმანი. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც რომ გამოკითხვა ემყარებოდა იმ ადამიანების ხმებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ ონლაინ–გამოკითხვაში.
მსახიობ ამირ კჰანის სახელი საერთოდ არ ფიგურირებდა გამოკითხვაში, ალბათ იმიტომაც რომ ის არც ისე აქტიურია ტვიტერზე. ამირ კჰანი განსაკუთრებით აქტიურია ფეისბუქზე.

რიტეშ დეშმუკჰმა და ჯენელია დე სუზამ ქორწინების შესახებ განაცხადეს

როგორც იქნა წყვილმა დუმილი დაარღვია და დაადასტურეს მათი მომავალი ქორწინების შესახებ ინფორმაცია. ჯენელია დე სუზა ტვიტერზე წერს:
–დიდი მადლობა თქვენი მრავალრიცხოვანი გამოხმაურებებისათვის. ეს ახალი და ძალიან ბედნიერი პერიოდია ჩვენს ცხოვრებაში და თქვენი სურვილები და ლ
ოცვა–კურთხევა კიდევ უფრო მშვენიერსა და განსაკუთრებულს ხდის მას ჩემთვის და რიტეშისათვის. თავის მხრივ რიტეშ დეშმუკჰიც ეხმიანება მოლოცვებს:
–დიდი მადლობა კეთილი სურვილებისათვის. მიყვარხართ ყველანი!
უამრავი მოლოცვაა აგრეთვე მათი ბოლივუდელი კოლეგებისაგან, რომელთა აზრითაც ისინი ძალიან კარგ წყვილს წარმოადგენენ.

რანვირ სინგჰის შემდეგი გატაცება სონაქში სინჰაა

გაზეთ "Mumbai Mirror"–ს აგვისტოს ერთ–ერთი ნომერი გვამცნობდა, რომ რანვირ სინგჰი დაშორდა ანუშკა შარმას. მის შემდეგ სამიზნედ სონაკში სინჰას მიიჩნევდნენ, ხოლო მათი დაშორებიდან ერთი თვის შემდეგ ანუშკა შარმაც ძალიან კომფორტულ სიტუაციაში, მხოლოდ ორნი შემჩნეული იქნა ბონი კაპურის ვაჟთან – არჯუნთან.
თვითმხილველის თქმით ისინი ძალიან დიდ დროს ატარებდნენ ერთად "იაშრაჯფილმზის" სტუდიაში, სადაც მათ ჰქონდათ გადაღებები. ანუშკას გადაღებები ჰქონდა ახალ ფილმში "Ladies vs Ricky Bahl", ხოლო არჯუნი მუშაობდა ვირუს დივანთან თავის პირველ ფილმზე.
როგორც ანუშკასთან დაახლოებული პირი ამბობს, ანუშკა და არჯუნი დაახლოებით ათი ადამიანის თანხმებით იმყოფებოდნენ ფილმის სანახავად, თუმცა რადგანაც მხოლოდ ისინი არიან საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები, ადამიანებმა იფიქრეს რომ ისინი მარტონი იყვნენ. მათ ხშირად უწევთ შეხვედრა სტუდიაში, ჰყავთ საერთო მეგობრები, მაგრამ ისინი არ ხვდებიან ერთმანეთს.
ანუშკა და რანვირი ერთმანეთს თითქმის წელიწადი ხვდებოდნენ. თუმცა როგორც ამბობენ რანვირმა იმედგაცრუება იგრძნო ანუშკასთან დაკავშირებით. ასევე არჯუნის ორწლიანი ურთიერთობაც ყოფილ მეგობართან, არპიტასთან დ
აშორებით დასრულდა.

სელინა ჯეეტლი პიტერ ჰააგზე გათხოვდა

ინფორმაცია ნამდვილად სიახლე იყო ყველა მისი თაყვანისმცემლისათვის. სელინა ჯეეტლის გათოვების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ადრე გავრცელდა, თუმცა ამჯერად მსახიობმა თავად აღიარა, რომ ნამდვილად გათხოვდა პიტერ ჰააგზე. ქორწილი ჩატარდა ავსტრიის მონასტერში და პიტერის ოჯახის წევრებიც ესწრებოდა.
სელინამ ამის შესახებ ტვიტერზე მიმართა თაყვანისმცემლებს, სადაც დაწერა: "სიამოვნებით გაცნობებთ ჩემი ქორწინების შესახებ... ჩვენ იმედი გვაქვს თქვენი კურთხევის და კეთილი სურვილების..."
სელინა და პიტერი ერთმანეთს ხვდებოდნენ წელიწადნახევრის მანძილზე. პიტერი დუბაიში სასტუმროების მფლობელია.

აიშვარია რაიმ ქალიშვილი გააჩინა


რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს ულამაზესმა ქალბატონმა, აიშვარია რაი – ბაჩანმა ქალიშვილი გააჩინა. დიდია ინტერესი რა სახელს დაარქმევენ პატარას.
ამაყი ბაბუა – ამიტაბჰ ბაჩანი, მას შემდეგ რაც შინ მოიყვანა ახალშობილი, ამბობს, რომ პატარა გამოიყურება ისე, როგორც მისი დედიკო და ძალიან მალე ბავშვს სახელს შეურჩევენ.

აბიშეკი განუწყვეტლივ უხდის ყველას მადლობას ქალიშვილის დაბადებასთან დაკავშირებით გამოგზავნილი მოლოცვებისათვის.
–დიდი მადლობა მოსალოცი გზავნილებისათვის. ყველანი ძალიან შესანიშნავები და კარგები ხართ, ჩემი გოგონა დალოცვილია,– წერს აბიშეკი.
აიშვარია რაი გოსპიტალიზირებული იქნა 14 ნოემბერს და ორ დღეში პატარაც გაჩნდა.
–აიშვარიას ჰქონდა ბუნებრივი მშობიარობა. ეს მისი მტკიცე გადაწყვეტილება იყო, მიუხედავად იმისა, რომ სამი საათის განმავლობაში მწვავე ტკივილები ჰქონდა. ისინი დღეს მოვიყვანეთ შინ და ორივენი თავს კარგად გრძნობენ. ჩვენ პირველი მივედით პრატიკშაში და მივიღეთ ჩემი გარდაცვლილი მშობლების კურთხევა. ჩვენ მოხარულები ვართ რომ "ლაკშმი" ეწვია ჩვენს სახლს, ეს განსაკუთრებული მომენტია ჩვენთვის ყველასათვის, – ამცნო ჟურნალისტებს უფროსმა ბაჩანმა ბავშვის დაბადების შემდეგ მათთან პირველი შეხვედრისას.
როდესაც მას ჰკითხეს ბავშვის გარეგნობის შესახებ, ბაჩანმა უპასუხა, რომ ის გამოიყურება როგორც დედამისი. მე ამაში დარწმუნებული ვარ, ოჯახის ზოგიერთი წევრის აზრით მისი სახის ნაკვთებს აქვს მსგავსება აბიშეკის ნაკვთებთან. თუმცა ცხადია ბავშვის სახე ყოველდღიურად შეიცვლება.
–პატარა ძალიან საყვარელი და დამჯერია. არ ტირის და მშობლებს ბევრს არ აწუხებს – დაამატა აბიშეკმა.
–რაც შეეხება ბავშვის სახელს, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და შეგატყობინებთ "ტვიტერზე". ნათლობის ცერემონიალი კი არ იგეგმება, – თქვა ბაჩანმა.
–ბაბუას სჯეროდა, რომ საკმარისია სახელის მიცემა და ამიტომაც ჩვენ არასოდეს ვატარებდით ნათლობის ცერემონიალს, – თქვა აბიშეკმა და დაამატა, რომ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა მამა რომ გახდა.
–რათქმაუნდა ცხოვრება შეიცვლება, გახდე მამა – ეს შესანიშნავია და იმედი მაქვს, რომ ნაწილობრივ მაინც ვიქნები ისეთი კარგი მამა, როგორიც ჩემი მშობლები იყვნენ ჩემთვის და შვეტასთვის.
პრესკონფერენციის შემდეგ აიშვარიაც გამოვიდა და თეთრ სარვალ–კამიზში ჩაცმული კარგა ხანს პოზიორობდა ჟურნალისტების წინ მეუღლესთან ერთად.
–ის ძალიან დაღლილია, მაგრამ ამავდროულად ძალიან ბედნიერი და აღელვებულია, –თქვა მისმა ქმარმა.
ბაჩანებმა ისიც აღნიშნეს, რომ ჯაია ძალიან ბედნიერია და ზრუნავს ახალშობილზე და მის დედაზე.
როდესაც ამიტაბჰ ბაჩანმა თქვა, რომ მას შემდეგ რაც დასრულდა შოუ "ვის სურს გახდეს მილიონერი", ის უმუშევრად დარჩა, აბიშეკი ჩაერია საუბარში და დაამატა, რომ ის უმუშევარი არ არის და ახლა მისი მთავარი მოვალეობაა – შვილიშვილზე ზრუნვა.

Related Posts with Thumbnails